ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის ჩაქრობას ოთხი სახანძრო ბრიგადა ცდილობს.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის მიზეზი ელექტროპლიტაა. მისმა აალებამ მცირე მოცულობის გაზის ბალონის აფეთქება გამოიწვია, რასაც ხანძრის გავრცელება მოჰყვა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.