40 წლის კეტი ჰოლმსი და 51 წლის ჯეიმი ფოქსი ერთად აღარ არიან. როგორც მედიას წყვილის უახლოესი მეგობრები უყვებიან, მათ დაშორების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. ცნობილია, რომ ჰოლმსი და ფოქსი ჯერ კიდევ მაისში დაშორდნენ, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი.
ჭორები დაშორების შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჯეიმი ფოქსი მომღერალ სელა ვევის კომპანიაში გამოჩნდა. რაც შეეხება კეტი ჰოლმსსა და ჯეიმი ფოქსს, მათი ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტომ კრუზთან ადრე დადებული კონტრაქტის გამო, ეს ურთიერთობა არ საჯაროვდებოდა.