კომპანია Apple-მა სერიალ „დილის შოუს“ პირველი თრეილერი წარადგინა. ამ დრომდე მაყურებლისთვის მხოლოდ ტელეშოუს თიზერი იყო ხელმისაწვდომი. სერიალში მთავარ როლებს 50 წლისწ ჯენიფერ ენისტონი და 43 წლის რიზ უიზერსფუნი ასრულებენ.
სერიალი სტრიმინგ სერვისმა Apple TV+-მა გადაიღო და ის დილის შოუს ტელეწამყვანების შესახებ გვიყვება. სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი ტელეწამყვანი, რომლის როლსაც სტივ კარელი ასრულებს, სკანდალის გამო ტელეწამყვანის პოსტს ტოვებს, მის ნაცვლად კი ეთერს ამბიციური რეპორტიორი იკავებს, რომლის როლსაც რიზ უიზერსფუნი ასრულებს. სერიალის პირველ სეზონს მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს.