„ჩემთვის სულერთია რას ფიქრობთ ჩემზე, რადგან მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე“, – ამბობდა კოკო შანელი, რომელიც არასდროს კარგავდა საკუთარი თავის რწმენას და ქალბატონებსაც იგივესკენ მოუწოდებდა.
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ კოკო შანელის ცნობილ ფრაზებს:
* არასდროს გექნება მეორე შანსი პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად.
* ყველა ქალი ისე გამოიყურება, როგორც იმსახურებს.
* დიდება თუ გინდა, მაშინ მარტოობასაც უნდა შეეჩვიო.
* ნადვილი დიდსულოვნება უმადურობის პატიებაა.
* არასდროს დაიჭირო საქმე მამაკაცთან, რომელსაც საფულეში ხურდისთვის ჯიბე აქვს.
* როცა მამაკაცს ქალისთვის საჩუქრის გაკეთება უნდა, ის მას ცოლობას სთავაზობს.
* არსებობენ ადამიანები, ვისაც ფული აქვთ და არსებობენ უბრალოდ მდიდარი ადამიანები.
* ნებისმიერმა ქალმა მხოლოდ ორი რამე უნდა იცოდეს: ვინ და რა უნდა.
* ქალი, რომელიც მაკიაჟს არ იყენებს ყოველთვის საკუთარ თავშია დარწმუნებული.
* მამაკაცს მოკრძალებულად ჩაცმული ქალი მოსწონს და არა გამომწვევად.
* არ არსებობს ულამაზო ქალი, არიან მხოლოდ ზარმაცი ქალები.
* ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, რომ მისი გახდა სასიამოვნო იყოს.
* სიბერეს არ შეუძლია სიყვარულისგან დაცვა, სამაგიეროდ სიყვარული დაგიცავს
სიბერისგან.
* ქალს აქვს უფლება იყოს სასაცილო, მაგრამ როცა მამაკაცია სასაცილო, მას არაფერი აღარ
ეშველება.
* ქალი გათხოვდებამდე ფიქრობს მომავალზე, მამაკაცი კი, მხოლოდ დაქორწინების შემდეგ
იწყებს მომავალზე ფიქრს.
* ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალი არსებობს, ყველა დანარჩენი კი,
მისი აჩრდილია.
* სილამაზე ქალს მამაკაცის მოსახიბლად სჭირდება, სიბრიყვე კი, მხოლოდ იმისთვის, რომ
თვითონ მოიხიბლოს მისით.
* თუ გინდა იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის ცვალებადი.