LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ჩალაუბანში მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

47

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ინტოქსიკაციას სასმელი წყალი იწვევს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ უკვე მეოთხე წელია, სასმელი წყლის სისტემა არ გაფილტრულა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი წყლით მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს. მოსახლეობასთან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილი ჩავიდა. მან ხელისუფლებას პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g