24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება. ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია “SKYBUS” შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია „სერვის ეარი” იფრენს, ავიაბილეთის ფასი 80 ლარი იქნება.
Skybus-ი ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისები 21 ივნისიდან დაიწყო, რომელსაც ავიაკომპანია „სერვის ეარი” განახორციელებს. კომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბთსა და კვირას 17 ადგილიანი L410 საჰაერო ხომალდით იფრენს.
ფრენების განრიგი:
ორშაბათი და ოთხშაბათი:
ბათუმი-თბილისი: 07:30
თბილისი-ბათუმი: 09:00
პარასკევი:
ბათუმი-თბილისი: 19:25
თბილისი-ბათუმი: 20:50
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა:
ნატახტარი – ბათუმი: 09:00
ბათუმი – ნატახტარი: 11:00
ყაზახური ჩარტერული ავიაკომპანია “SKYBUS” დაარსდა 2008 წელს. ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს ორ 50 ადგილიან CRJ-100 ტიპის ავიახომალდს.
ამჟამად ავიაკომპანია ასრულებს ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო 24 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს შიდა ფრენებს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით.
კომპანია “სერვის ეარი” 2004 წლიდან ქვეყნის შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს ნატახტარის აეროდრომიდან ახორციელებს. 2007 წლიდან დღემდე კომპანია ჩარტერტული და რეგულარული ავიარეისებით მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან L410 ტიპის 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით დაფრინავს, ხოლო 2016 წლიდან “სერვის ეარი” რეგულარულ ავიარეისებს მესტიისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.