LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიპლომატები ხაშურში საოკუპაციო ძალის ტექნიკის გადაადგილებაზე ინფორმაციას ყველა ქვეყანაში გაავრცელებენ

713
ჩორჩანა

შეშფოთებული ევროპა და ვითარება ხაშურში, სადაც საოკუპაციო ძალის სამხედრო მანქანა გადაადგილდება – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სატბილურობაზე გავლენას მოახდენს. 

ჩორჩანასთან ოკუპანტების ტექნიკის გადაადგილება მიზანმიმართული პროვოკაციაა - სუს

სუს-ში ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„მსგავსი საკითხების განსახილველად არსებობს არხები და ეს საკითხები განხილული უნდა იყოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, რომელიც სამწუხაროდ ჩაიშალა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწვდით ამ ინფორმაციას დედაქალაქში და გავავრცელებთ, ეს არის ჩვენი საქმე“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.

ქართულმა მხარემ ამ თემაზე დიპკორპუსს თავიანთი მთავრობების ინფორმირება სთხოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მიზანი ისაა, რომ იყოს შესაბამისი რეაგირება და კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, რათა პროვოკაციები არ გაგრძელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები