„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა ხვალ, 3 სექტემბერს გაიმართება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.
პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 09:00 საათზე დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა დღეს დატოვა.