LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

81

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. საცხოვრებელი ლისის ტბის ფერდობზე აშენდა.

მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 5.250.777 ლარი შეადგინა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.

უწყების ცნობით, საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. აშენდა 3 საცხოვრებელიკორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე, გაკეთდა: კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა. შენობის გარეთ მოეწყო შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, გარე განათება. გამწვანდა და კეთილმოეწყო ტერიტორია.

საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებას, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით წესსა დაპროცედურებს შეიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები