LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ოქტომბრიდან ზონალური პარკირება ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება

1020
67628541-2873569522659629-8062145783484383232-o

კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარედ წარმატებით განხორციელდა, ამიტომ მსგავსი პროექტის განხორციელება ახლა უკვე ორბელიანის მოედნაზე იგეგმება. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერი პირადად გაეცნობა იქ მიმდინარე სამუშაოებს.

“ჩვენ არეალს ვზრდით და გადავდივართ ორბელიანის მოედანზე, საინფორმაციო ჯიხური განთავსდება და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მიმართოს კითხვით. იქ მყოფი ჩვენი თანამშრომლები კი გაუწევენ კონსულტაციას, მიეხმარებიან დარეგისტრირებაში. თქვენ იცით, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირების საფასური არის ნული, არანაირი გადასახადი არ არის მათთვის, ხოლო სტუმრებისთვის არის შესაბამისი ტარიფი, რომლის გადახდაც მოუწევს მათ’’- განაცხადა კახა კალაძემ

საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასოა. ამ მიზნით, მოსახლეობამ ვებგვერდზე – www.parking.tbilisi.gov.ge მათთვის სასურველი ავტომობილები უნდა მიუთითოს, რაშიც მათ კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური პავილიონი მოემსახურება.

ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონებად შეიძლება დაიყოს. პარკირების საფასური A ზონაში საათში ერთ ლარს შეადგენს, B ზონაში – ორ ლარს, ხოლო C ზონაში – სამ ლარს.

გასათვალისწინებელია, რომ ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასო იქნება შემდეგი კატეგორიებისთვის:

• 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებთათვის;
• ელექტრომობილების მფლობელებისთვის;
• შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის;
• ტაქსებისთვის განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის;

ნახეთ ამავე თემაზე: საათობრივი პარკირება “სითი პარკის” პროექტია – დავით მესხიშვილი “პარკირების გაძვირებაზე”

 

 

#თბილისისთვის შეიქმნა აპლიკაცია “თბილისი პარკინგი”, რომელიც მოქალაქეებს ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების და სხვა დეტალების გარკვევას უმარტივებს.
აპლიკაციით შესაძლებელია: მანქანის დამატება, უფასო 15 წუთით სარგებლობა, პარკირების ათვლის დაწყება, პარკირების ათვლის დასრულება, საფასურის გადახდა, ფიზიკური პირის საკუთრებაზე უფასო პარკირების ლოტების მიბმა, რუკაზე პარკირების ლოტების დათვალიერება.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა:
Android: https://bit.ly/2Yyb3ql

iOS: https://apple.co/332yaJ6

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g