LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას EFTA-ს წევრ ქვეყნებთანაც გააფორმებს

95

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში, დღეს ბერნში ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე.

შეთანხმება მოიცავს შემდეგსფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (EFTA) ოთხ ქვეყანას – შვეიცარის, ლიხტენშტაინს, ნორვეგის და ისლანდიას აერთიანებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2015 წლის სექტემბერში თბილისში დაიწყო. სამრაუნდიანი მოლაპარაკებებები 2016 წლის 26 თებერვალს დასრულდა. შეთანხმება ძალაში მხარეების მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g