LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის კომერციის მინისტრი: საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა

92

 „საქართველო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. აქ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდის მდგომარეობით, ჩინეთი საქართველოსთვის მესამე ექსპორტიორი და მეოთხე იმპორტიორი ქვეყანაა. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გავიდა 120 მილიონი აშშ დოლარის საქონელი.

„ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკისა და წარმოების სტრუქტურაში ძალიან ძლიერი ურთიერთშევსებადობის უნარი გააჩნიათ. ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პერსპექტივა ძალიან დიდია, მომავალი კი – უაღრესად ნათელი“, – განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.

გაო ხუჩენის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო გაამყარებს და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„ეს გააუმჯობესებს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და აუცილებლად უზრუნველყოფს კიდევ უფრო ძლიერი სისტემური გარანტიებით ჩვენს ქვეყნებს შორის საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობას. საინვესტიციო სფეროების ბაზრის გახნას. აუცილებლად შეიქმნება სტაბილური, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი საბაზრო გარემო“ – განაცხადა გაო ხუჩენმა.

პოპულალურები