საქართველო ამერიკის კრიტიკული შეფასების მოლოდინში – ოპოზიციის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ამერიკა რეგიონში, კერძოდ კი საქართველოს პროცესებში აქტიურ ჩარევას აპირებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ტრამპის მიერ ქვეყანაში ახალი ელჩის დანიშვნაც ამას უკავშირდება. მისი განმარტებით, ამერიკამ დაინახა, რა პრობლემები გამოიწვია არააქტიური საელჩოს არსებობამ. ვაშაძის თქმითვე, ამერიკა წინასაარჩევნო პროცესებშიც აქტიურად ჩაერთვება.
„ჩემი ინფორმაციით, შტატებში ზუსტად აქვთ გაცნობიერებული ის პრობლემები, რაც აქტიური საელჩოს არ ყოფნამ გამოიწვია საქართველოში. ფაქტია, გვაქვს დაღმასვლა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების კუთხით. რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი – ძალიან მკვეთრი და კრიტიკული ნაბიჯები მზადდება ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ელჩის დანიშვნაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ამერიკა აპირებს აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, რეგიონში და მათ შორის საქართველოში. იმ უკანონობებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებისას ჩაიდინა, აღარავინ აპატიებს“, – აცხადებს ვაშაძე.