LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან გააფორმა

124

საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა. შეთანხმებას ხელი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ მოეწერა. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტს დღეს ბერნში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტისა და EFTA-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა იოჰან შნაიდერ-ამანმა და EFTA-ს ქვეყნების მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
“ეს მოხდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ გვწამს ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის და ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილნი მისი მომავლისადმი. საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს მსგავსი მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თავისუფალი ვაჭრობა. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა EFTA. იმ რწმენიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი ვაჭრობა განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშულებაა, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, EFTA საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტებს ადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის დიდი პატივია სავაჭრო პარტნიორობის დამყარება იმ პარტნიორთან, რომელიც, ჩემი აზრით, თავისუფალი ვაჭრობის განსახიერებააა”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g