LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლში დაბრუნებულმა ბრიტანელმა წყვილმა საბარგულში არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინა

188
18052794-7426057-image-m-11-1567589678190

17 წლის მიგრანტი ბრიტანეთში ისე შეიპარა რომ ტურისტები ვერაფერს მიხვდნენ. საფრანგეთში გატარებული შვებულების შემდეგ 57 წლის იურისტმა საიმონ ფენტონმა ავტომობილი დააპარკინგა და სახლში შესვლას აპირებდა, როდესაც მეუღლის კივილმა უკან მოაბრუნა. გაოცებული ბრიტანელების თვალწინ ავტომობილის სახურავზე მოთავსებული საბარგული ამოძრავდა და იქიდან ვიღაცის ფეხი, შემდეგ კი ხელი გამოჩნდა.

წყვილმა სიმამაცე მოიკრიბა და საბარგულში 17 წლის ყმაწვილი აღმოაჩინა. ჰოლანდიური, გერმანული და ინგლისური ენების გამოყენების შემდეგ გაირკვა, რომ უცნობი ეგვიპტიდან იყო. ბრიტანელებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და მიგრანტი მალევე დააკავეს. ახალგაზრდას ბრალს საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევაში დასდებენ.

როგორ მოხვდა დაუპატიჟებელი სტუმარი საკმაოდ მცირე ზომის საბარგულში, ამის ახსნა ფენტონებს ძალიან უჭირთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g