ცოტა ხნის წინ კაილი მინოუგმა უარყო ინფორმაცია ჯოშია საასზე საიდუმლო ქორწინების თაობაზე. ამჯერად კი 48 წლის მინოუგი და 28 წლის საასი პაპარაცებმა საბერძნეთში დააფიქსირეს. შეყვარებულები შვებულებას ზღვის სანაპიროზე ატარებენ. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა წყვილის ის ფოტოები, სადაც ისინი ხელჩაკიდებულები საუბრობენ პლაჟზე, ერთმანეთს კოცნიან და ზღვაშიც ბანაობენ.
ჟურნალისტებმა სცადეს დაედგინათ, რომელი ბრენდის საცურაო კოსტიუმი აცვია 48 წლის ავსტრალიელ ლამაზმანს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მინოუგის საზღვაო სამოსი სულაც არაა რომელიმე პოპულარული ბრენდის საკუთრება და ის ინტერნეტში 32 ფუნტ სტერლინგად იყიდება.