LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოკითხვა დღეს გაგრძელდება – დაიბარებენ თუ არა პოლიციაში ემზარ კვიციანს

157
ემზარი

დღეს 15:00 საათიდან აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორების გამოკითხვა გაგრძელდება. საქმე ეხება რუსთაველზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიციელზეც კი იძალადა. ამასთან დაკაშირებით ერთ-ერთი ორგანიზატორი სოფო კუჭავა წუხელ გვიან ღამით გამოკითხეს.  

მან მოახერხა, ეძალადა ყველა აქტივისტზე, რომელიც იქ იყო. განსაკუთრებით ზუკა ბერძენიშვილზე, რომელსაც სამჯერ მისწვდა როგორღაც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის კორდონით ცდილობდნენ, გაერიდებინათ ჩვენგან. ერთხელ თმითაც ითრია და დაბლა დააგდო. მეც წყალი შემესხა და მოვხვდი იმ მუშტი-კრივში, უამრავი აქტივისტი მოყვა. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და იმ ჟესტიკულაციებზე არაფერს ვამბობ, რომელსაც ის ჩვენი მისამართით იყენებდა. პოლიციის უფროსის მოსვლამდე, პოლიციამ რეაგირება ვერ მოახდინა, მათ კორდონსაც ძალით გაურბოდა, პოლიციელსაც კი დაარტყა და ჟურნალისტსაც ამასობაში, სანამ ჩხუბობდა. მდგომარეობიდან გამოსული პარლამენტარი, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს და თმენის ვალდებულებაზეც ჩვენ მოგვიწია შეხსენება, რაც, რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინა”, – ამბობს კუჭავა.

შგახსენებთ, კვიციანი პილიციის კორდონითაც კი ვერ შეაკავეს, მან აქტივისტებზე, ჟურნალისტზე, ასევე პოლიციელზე იძალადა, თუმცა უცნობია, ამ ინციდენტის მთავარ გმირს დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ან კონკრეტულად კვიციანის წინააღმდეგ აღიძვრება თუ არა საქმე.

შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g