LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიციამ რესტორანში წამიყვანა, ვიქეიფეთ და დავბრუნდით” – კვიციანის არასერიოზული პასუხი [ვიდეო]

164
kviciani

დააკავებენ თუ არა ემზარ კვიციანს? ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, რაც გუშინ, პარლამენტის წინ კვიციანმა აქციის მონაწილეებს, მედიის წარმომადგენელსა და პოლიციას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კითხვაზე დაკითხეს თუ არა კვიციანი და სად წაიყვანა პოლიციამ პარლამენტიდან კვიციანმა უპასუხა:

“პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამრაში, სოხუმში. იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდით. კარგად იყავით,” – თქვა კვიციანმა და ჟურნალისტების სხვა კითხვებს აღარ უპასუხა.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა მთავრობას ახალი შემადგენლობით და გიორგი გახარიას მეთაურობით, ნდობა გამოუცხადა. მოსმენები საკანონმდებლო ორგანოში „სირცხვილიას“ მონაწილეების აქციის ფონზე წარიმართა. ემზარ კვიციანი პარლამენტიდან მათთან ჩავიდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა და კვიციანი ტერიტორიას გაარიდეს.

ემზარ კვიციანი პოლიციას, ოპერატორს და აქტივისტებს ურტყამს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g