LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აისახება თუ არა ორსულობის დროს გადატანილი სტრესი ბავშვის ფსიქიკაზე – ფსიქიატრების ახალი კვლევა

7553
-108626060-gettyimages-653003570

ორსულობის დროს გადატანილი სტრესი 10-ჯერ ზრდის რისკს, მომავალში ბავშვს პიროვნული აშლილობა განუვითარდეს. ამის შესახებ მეცნიერების ახალი კვლევის შედეგები გვამცნობს. კვლევა 3600 ფინელ ქალბატონზე ჩატარდა, მკვლევარები ორსულობის პერიოდში მათი  სტრესის დონეს იკვლევდნენ.

ფსიქიატრების აზრით, მომავალმა დედებმა აუცილებელია ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის  მდგომარეობა აკონტროლონ.

არსებობს ასევე სხვა ფაქტორებიც, რომლებიც  პიროვნულ აშლილობას  იწვევენ, ესენია: ბავშვების აღზრდა, სოციალური გარემო, ფინანსური მდგომარეობა და ბავშვობაში გადატანილი ტრავმები.

რა არის პოროვნული აშლილობა

ეს არის ემოციონალური არასტაბილურობა, პარანოიდული და ანტისოციალური ქცევების მთელი კომპლექსი.

სტატისტისკის მიხედვით პიროვნული აშლილობა 20-დან ერთ ადამიანს მაინც აღენიშნება. ეს შეიძლება გამოიხატოს დეპრესიით, ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკულ საშუაკლებებზე დამოკიდებულებით.

გარემო ფაქტორების გარდა, პიროვნული აშლილობის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს ტვინთან დაკავშირებული პრობლემები და გენეტიკური ფაქტორები.

რა გვაჩვენა კვლევამ

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი ყოველ თვე ატარებდა გამოკითხვას ორსულ ქალბატონებში და ამოწმებდა მათ ფსიქოლოგიურ დაძაბულობის დონეს. იმ ქალბატონების შვილებს, რომლებმაც ორსულობის დროს მძიმე სტრესი გადაიტანეს, 30 წლის ასაკში რთული ფორმის პიროვნული აშლილობა გამოუვლინდათ.

რა გაირკვა სტრესის შესახებ

ორსულობის დროს ხანგრძლივი სტრესი აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციონალურ  მდგომარეობაზე, მათი რიცხვი  9,53 % მეტია, იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთა დედებიც ორსულობის დროს არ განიცდიდნენ სტრესს.

რაც სტრესის გამომწვევ ფაქტორებს შეეხება, ესენია: პრობლემები ურთიერთობების დროს, სოციალური მდგომარეობა და ფსიქოლოგიური პრობლემები.

რატომ აქვს სტრესს ასეთი განმანადგურებელი მოქმედება

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როგორ  შეუძლია სტრესს შეცვალოს ტვინის სტრუქტურა და გენეტიკური მახასიათბლები, თუმცა, ფაქტია, რომ სტრესს სერიოზული ზიანი მოაქვს ნაყოფისთვის.

წინა კვლევებმა მკაფიო კავშირი დაადგინა ორსულობის დროს გადატანილ სტრესს, დეპრესიას, შფოთვასა და შიზოფრენიას შორის.

რისი გაკეთბაა შესაძლებელი

ექიმი ტრუდი სენევირანტე, რომელიც სამეფო ფსიქიატრიული კოლეჯის, პრენატალური განყოფილების  ხემძღვანელია, აცხადებს,  რომ ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდია ქალისთვის და ეს პერიოდი გარშემომყოფებისგან დახმარებას საჭიროებს.

„თუკი სტრესი ორსულობის დროს არ იქნება დაძლეული, ის გადავა მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ჩვენ არ გვინდა, რომ მშობლებმა იფიქრონ, თითქოს საკუთარ შვილებს ზიანს აყენებენ, თუმცა სტრესის დონე მნიშვნელოვნად მოქმედებს ნაყოფზე და მის შემდგომ განვითარებაზე”, – აცხადებს ექიმი

როგორ შევამციროთ სტრესი ორსულობის დროს

ექიმი აცხადებს, რომ ორსულობის დროს აუცილებელია ქალს ფსიქლოგოგიური დახმარება გაეწიოს და შემუშავებულ იქნას სტრესის დაძლევის სტრატეგიები. ასევე, მისი აზრით, აუცილებელია დიეტის დაცვა, მოწევისთვის თავის დანებება და ძილის რეჟიმის მოწესრიგება.

მშობიარობის შემდეგ…

ექიმი ვალდებულია მშობიარობის შემდეგ ქალის ანამნეზი შეაგროვოს და გაარკვიოს, განიცდიდა თუ არა ის ორსულობის დროს გარკვეულ სტრესს. აუცილებელია ქალისთვის შეთავაზებულ იქნეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა პროფესიონალი ფსიქოლოგების მიერ.

 

https://www.bbc.com/news/health-49593620?fbclid=IwAR2utPoy0YKoDrGtGPz_FWV3EaYYYTmaDVUbgKTx_x25fJt_X7wuGFpWkWc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g