ამერიკელი სამართალდამცველები სწავლობენ ექიმების საქმეებს, რომლებსაც, ბოლო პერიოდში, რამე სახის კავშირი ჰქონდათ პრინცთან. RadarOnline-ის ინფორმაციით, საუბარია ორ ექიმზე – 57 წლის მაიკლ შულენბერგსა და ექიმ ჰოვარდ კორნფილდზე. გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა მათ დანიშნულებებთან კავშირში მომღერლის გარდაცვალება.
ორივე მათგანი ლეგენდარულ მომღერალს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ეკონტაქტა. გამოძიების ინფორმაციით, შულენბერგმა პრინცი 7 აპრილს ნახა, 20-ში კი ახალი პრეპარატი გამოუწერა, მომღერალი გეგმავდა რამდენიმეწლიანი ნარკოდამოკიდებულება დაეძლია, რომელიც ტკივილგამაყუჩებლების ხშირმა მოხმარებამ გამოიწვია.
ამასთან, პრინცის ახლობლები ამტკიცებენ, რომ გარდაცვალების დღეს მოღერალს სახლში ესტუმრა კორნფილდის შვილი, რომელმაც მამის მიერ გამოწერილი პრეპარატი მიუტანა. სწორედ კორნფილდის შვილმა აღმოაჩინა პრინცის ცხედარი ლიფტში. ასე რომ, მომღერალმა წამლის მიღება ვერ მოასწრო.