LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პაშა ბანკი” აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა

98

ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი ”პაშა ბანკი”, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოებს, წელს კვლავ აქტიურად ჩაერთო აშშ-ს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს,  უკვე მეორე წელია ”პაშა ბანკი”  აშშ-ს საელჩოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ საღამოში იღებს მონაწილეობას.

მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 2 ივლისს AmCham Georgia-მ ამერიკის საელჩოსთან ერთად უმასპინძლა ოჯახურ პიკნიკს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 240 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა 1200-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლეს.

ცნობისთვის, AmCham 1998 წელს დაფუძნდა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ის200-მდე ქართულ და ამერიკულ კომპანიას წარმოადგენს და საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა. ”პაშა ბანკი” კი AmCham-ის აქტიური წევრია. აღნიშნული ასოციაციასთან ერთად ”პაშა ბანკი” გაერთიანებულია ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა:  EU-Georgia Business Council (EUGBC), International Chamber of Commerce (ICC) as well as Georgian Chamber of Commerce and Industry (GCCI).

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან, მითუმეტეს რომ ”პაშა ბანკი” მხოლოდ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ეწევა და ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. AmCham ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მათთან ერთად აგვეღნიშნა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე. პიკნიკი, რომელიც ტრადიციულად  იმართება ხოლმე ამ დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ”პაშა ბანკი” არა ერთხელ იყო ამ ღონისძიების სპონსორი ბაქოში,“ – აღნიშნა შაჰინ მამმამდოვმა, ”პაშა ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g