შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი ფონდმა “ქართუმ” სახელმწიფოს გადასცა. შეთანხმებას ფონდის ხელძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს ხელი.
გარდა ამისა, სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო სექტემბრამდე გაწერილი პროგრამა მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით.
დარბაზის ღირებულება 200 მილიონი ლარია და 10 000 მაყურებელზეა გათვლილი.