LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ივლისს თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნა და გალა-კონცერტი გაიმართება

466

14 ივლისს ლეგენდარული მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის საოპერო მოღვაწეობასთან დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში  პრესკონფერენცია გაიმართა. კონცერტის დასასრულს მუშკუდიანს გადაეცემა საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” ქართული ხელოვნების განვითარებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხოლო ოპერის შენობის წინ მისი ვარსკვლავის გაიხსნება, რომელსაც კულტურის პალატა უწევს ორგანიზებას.

32 წელი თენგიზ მუშკუდიანი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სცენაზე იდგა და ასრულებდა განსხვავებული სტილის პარტიებს, ქმნიდა საოპერო გმირების საინტერესო სახეებს, გამოირჩეოდა საოცრად ლამაზი და მომხიბვლელი ტემბრის ბანით.

14 ივლისს, 19:00 საათზე დაგეგმილ საზეიმო გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და თენგიზ მუშკუდიანის მოწაფეები.სადირიჟორო პულტთან კი იქნებიან ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე და გიორგი ჭიჭინაძე.

13624605_10154239320663903_1586165059_n

magti 5g