დეპუტატი ემზარ კვიციანი სახალხო დამცველზე განაწყენებულია და მის მიმართ ომბუდსმენის შენიშვნებს არ იზიარებს.
კვიციანი აცხადებს, რომ მას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები თავს დაესხნენ.
თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ
ისინი ცხვრებთან ერთად თავს დამესხნენ და ვიგერიებდი - ემზარ კვიციანი
“გამომეკიდნენ, მლანძღეს, თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ?- მიმართავს სახალხო დამცველს დეპუტატი.
მისი თქმით, სახალხო დამცველისგან 6 ფურცლიანი დოკუმენტი მიიღო, სადაც წერია, რომ მან და სოცო კილაძემ ადამიანის უფლებები დააღვიეს.
რა ინფორმაცია მიაწოდეს აქციის ორგანიზატორებმა გამოძიებას
პარლამენტთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოკითხვა დღეს გაგრძელდება - დაიბარებენ თუ არა პოლიციაში ემზარ კვიციანს
“სიძულვილის ენას ახსენებთ ძალიან ხშირად და რა არის ბოლოს და ბოლოს ეს სიძულვილის ენა. საქართველოში მცხოვრებთ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ენა და საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ვალდებულება იცოდეს ქართული ენა, მეტყველებდეს ქართულად, იცოდეს ისტორია და კანონებში ერკვეოდეს. მე ადამიანს ვუთხარი საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით? -კიო. ქართულად რატომ არ მელაპარაკებით- მეთქი – ეს სიძულვილის ენაა?“– ამბობს კვიციანი.
შეგახსენებთ, მან რამდენი დღის წინ პარლამენტის წინ შეკრებილ აქტივისტებს და ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.