ზუგდიდში მომხდარი ავარიის შედეგად შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ექიმების თქმით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 4 ქალს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276 მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.