LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

250 ათასი დოლარის ინვესტიცია – ნიკა რურუას ძმა მთავარი არხის მეწილეა

514
BeFunky-collage (2)

მთავარი არხის 2,5-პროცენტიანი წილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერის, ნიკა რურუას ძმამ, გიორგი რურუამ იყიდა. არხის წილი კახაბერ ანჯაფარიძემ 2 500 ლარად გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

ცვლილებები რეესტრში უკვე აისახა. შეთანხმების მიხედვით, რურუამ წილის მიღების სანაცვლოდ ერთი დღის ვადაში 250 ათასი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შპს „მთავარი არხის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად არ შეასრულებს ვალდებულებას, კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე) ის დაკარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების შედეგებსაც, ხოლო წილი საკუთრებაში დაუბრუნდება კახაბერ ანჯაფარიძეს.

 

ნიკა გვარამია შპს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოზიციასაც იკავებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, ხოლო დირექტორები არიან: „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რატომ უნდა უყუროთ მთავარს? – ნიკა გვარამია ისევ ეთერში ჯდება

„მთავარი არხი“ ეთერში 9 სექტემბერს გავიდა.

„10 ათასი ადამიანი გვიყურებდა უწყვეტად, ამას ვერ იყიდით ვერასდროს...დღეს მთავარი არხი დაიბადა!“

,,სამ კვირაში ამ შედეგის დადება მხოლოდ იდეალისტებს და გიჟებს შეუძლიათ...დღეს მთავარი არხი დაიბადა!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g