ერევანში, პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფი ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს.
შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის სამმართველოში რამდენიმე ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ამ დროისთვის, მძევლებიდან 2 გათავისუფლებულია.
სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
პოლიციის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.