LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონმა დედის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობიდან ვერაფერი მიიღო

145

საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ ჯენიფერ ენისტონს დედასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი არ მალავდა, რომ მას დედასთან საკმაოდ ცივი დამოკიდებულება გქონდა, რადგან ნენსი დოუ შვილს გარდატეხის ასაკში მუდმივად ამცირებდა. მოგვიანებით კი, როდესაც ჯენიფერი ბრედ პიტზე იყო დაქორწინებული, დოუმ სკანდალური წიგნი გამოაქვეყნა, სადაც ქალიშვილზე უსიამოვნო ამბებს ყვებოდა.

ამ ყველაფრის პატიება ჯენიფერმა ვერ შეძლო, ნენსი დოუმ კი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობიდან შვილს ერთი ცენტიც კი არ დაუტოვა.

დედისგან მემკვიდრეობა არ დარჩენია არც მსახიობის უფროს ძმას, ჯონს. ქონება მიიღო მათმა შორეულმა ნათესავმა, რომლის ვინაობაც მედიისთვის ცნობილი არ არის.

ჯენიფერ ენისტონის დედა 2016 წელის მაისში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g