ნიგერიელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კადუნაში “წამების სახლში” დატყვევებული 500-მდე ადამიანი გადაარჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა ნაწილს ხელ-ფეხზე ბორკილები ედო და სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა. ქალაქ კადუნას პოლიციის უფროსის თქმით, ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა 500-მდე ადამიანი “წამების სახლში”. ზოგიერთმა არასწრულწლოვანმა მსხვერპლმა პოლიციას განუცხადა, რომ ისინი აქ ნათესავებმა მოიყვანეს, რადგან შენობა სკოლა ეგონათ. მათი უმეტესობა დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა. ჯერჯერობით საქმეზე 8 ადამიანია დაკავებული.