მომავალი წლიდან პენსიონერები დამატებით კიდევ 20 ლარს აიღებენ. მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პენსიის 20 ლარიანი მატება ბიუჯეტში უკვე ასახულია.
გიორგი გახარია უწყებების პირველ პირებს ხვდება
დღეს გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა დანიშნა - რა საკითხებზე იმსჯელებენ მინისტრები
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის მომავალი წლის პირველი ივლისიდან კიდევ 30 ლარის დამატება იგეგმება. ეს ასევე შეეხება პირველი ჯგუფის შშმ პირებსაც. „რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“,- აცხადებს გახარია.
რაც შეეხება პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს, მათი პენსია, სტანდარტულად, 20 ლარით მოიმატებს.
ამ დროისთვის პენსიის ოდენობა 200 ლარით განისაზღვრება.