LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბუამ 3 წლის შვილიშვილი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა

242
babua

ვიეტნამის ომის მონაწილე, 69 წლის დონ ოსტინი ქირურგიული ოპერაციის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა. მანამდე კი ის სიცოცხლისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდა.

აფეთქება მაუდში, ოკლაჰომა სიტიში, ოსტინების სახლში მოხდა. გარდაცვლილის შვილმა, ბრენდონმა თქვა, რომ მამა ღუმელის გვერდით სანთელს ანთებდა , როდესაც  გაზის ძლიერი აფეთქება მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ დონ ოსტინს გასაღებები ხელებზე დაეწება და ტელეფონი კი ჯიბეში აუფეთქდა , სხეულის 78 % კი დამწვარი ჰქონდა, მისი მთავარი მიზანი იმ მომენტისთვის პატარა შვილიშვილის გადარჩენა იყო და მან ასეთ მდგომარეობაში ბავშვამდე მიღწევა შეძლო.

„მიუხედავად იმისა , რომ ის ფიზიკურად, ძლიერად გამოიყურებოდა, უკვე  ასაკში იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი ჯანმრთელობის მქონე ამას შეძლებდა“- ამბობს ბრენდონ ოსტინი(შვილი)  CNN-თან.

ბაბუას თითქმის მთელი სხეული ჰქონდა დამწვარი, ფილტვებმა, ფაქტობრივად, ფუნქციონირება შეწყვიტა და მას ამავდროულად დამტვრეული ჰქონდა ნეკნებიც, მან მაინც მოახერხა შვილიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თურმე ბაბუას დაუნახავს, რომ პატარა სახლის სახურავქვეშ იყო მოყოლილი. ბაბუას გმირობის შედეგად გოგონამ სხეულის მხოლოდ 30%-ის დამწვრობა მიიღო.

ბრენდონი მამას გმირს უწოდებს.

„მან იცოდა, რომ მან თავისი საქმე შეასრულა თავისი პატარა წიწილას სიცოცხლის გადარჩენით. მას უყვარდა ჩემი ქალიშვილი უპირობოდ და გააკეთა ყველაფერი, რომ გოგონას ცხოვრება გაეგრძელებინა.“  – ამბობს ბრენდონი, გოგონას მამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g