სოფელ ჭორვილაში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 16 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
“ვესაუბრე ბაბუას, თუმცა უჭირთ მიზეზებზე საუბარი, არაფერი არ იციან, რატომ უნდა გაეკეთებინა 16 წლის ბიჭს მსგავსი რამე,”- ეს ინფორმაცია მიაწოდა რუსთავი 2-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ერეკლე გრძელიშვილმა.
შემთხვევა სოფელ ჭორვილაში გუშინ ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკლვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.