ცოტა ხნის წინ ლინდსეი ლოჰანის მამამ დაადასტურა ინფორმაცია შვილის ორსულობაზე. თავის მხრივ მსახიობმა და მომღერალმა ბოდიში მოუხადა თაყვანისმცემლებს ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატუსების გამო და განაცხადა, რომ აფექტურ მდგომარეობაში მოქმედებდა.
ლოჰანი, რომელმაც რუსი ბოიფრენდი, იგორ ტარაბასოვი ძალადობაში დაადანაშაულა, ამჯერად მეგობრებთან ერთად იტალიაში ისვენებს. მსახიობი იტალიაში, ფეშენებეულ იახტაზე იმყოფება, სადაც ფოტოგრაფებმა ის საინტერესო მდგომარეობაში დააფიქსირეს.
საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ლოჰანს ორსულობა უკვე დაეტყო. ფოტოებიდან ჩანს, რომ ის სტრესულ მდგომარეობაშია და დეპრესიას კვლავ ალკოჰოლით ებრძვის. სპირტიანი სასმელების მოყვარულ ლოჰანს ხელში ლუდის ბოთლი უჭირავს და სიგარეტსაც ეწევა. ცხადია მედიაში მაშინვე გაჩნდა ბრალდებები მსახიობის მისამართით. როგორც ჩანს, ორსულობამაც კი ვერ შეაჩერა ლოჰანი, უარი ეთქვა ამ მავნე ჩვევებზე.