LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინა აგილერას კონცერტის ყველა საინტერესო დეტალი

80

ქრისტინა აგილერას კონცერტით 30 ივლისს შეკვეთილში მდებარე 200 მილიონად შეფასებული დარბაზი გაიხსნა. სამწუხაროდ, რამდენიმე ასეული ადამიანი ბილეთის გარეშე დარჩა. კონცერტამდე სამი საათით ადრე, სალაროსთან რიგი იდგა და დაახლოებით, 1500-მდე ბილეთი გაიყიდა, რაც შოუმდე ჯერ კიდევ დარჩენილი იყო.

9500-კაციანი დარბაზი მთლიანად იყო გავსებული. მაყურებელმა, წვიმის მიუხედავად, კომფორტულად იგრძნო თავი, ვინაიდან არენა გადახურული დახვდა. შესვლისას არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა, დარბაზში სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის მფლობელები განსხვავებული შესასვლელებით ხვდებოდნენ. აღსანიშნავია ის, რომ დარბაზი მაქსიმალურად კეთილმოწყობილია, დამონტაჟებულია რბილი სავარძლები, მათ შორის არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ, ცეკვის შემთხვევაში გადაინაცვლოთ და სხვას ხელს არ შეუშლით. ე.წ. გოლდენ რინგი სცენასთანაა და ვისაც არტისტთან ახლოს დგომა უყვარს, მისთის საუკეთესო ადგილია. ზოგადად კი, ყველა მხრიდან სცენას კარგად დაინახავთ, რომელი კატეგორიის ბილეთიც უნდა გქონდეთ. თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს ვიაიპი ზონა, ამ ბილეთის მფლობელისთვის კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მისვლა არათუ პრობლემა, პირიქით, სიამოვნებაა, რადგან ლაუნჯში მოკალათდება და ბრწყინვალე მენიუს შესთავაზებენ, გემრიელი კერძებით დაწყებული, სასმელით დასრულებული… სხვა კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაშიც მშიერი ნამდვილად არ დარჩებით, რადგან არენაზე ფასთ ფუდის რამდენიმე წერტილი მუშაობს.

7მოკლედ, შეკვეთილში მდებარე არენის ნახვა ნამდვილად ღირს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მუსიკის მოყვარული არ ხართ, მაგრამ 30 ივლისს, გახსნაზე, ისეთი შოუ ვიხილეთ, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩა.

მსოფლიო პოპვარსკვლავი, ქრისტინა აგილერა, 40-კაციან ჯგუფთან ერთად, პირადი თვითმფრინავით, ბათუმში 28 ივლისს ჩაფრინდა. მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, მომღერალმა ქალაქის დათვალიერებაც ისურვა. მას რესტორანში ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ და როგორც კონცერტზე გვითხრა, ძალიან ისიამოვნა. გარდა ამისა, მომღერლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ანსამბლ „ბათუმის“ წევრების გაცნობა და მათი შესრულებული „ვკეცე, ვკეცე“, რომლითაც იმდენად მოიხიბლა, რომ მაყურებელს სიურპრიზი გაუკეთა და ეს ნომერი საკუთარ კონცერტში ჩართო. ქრისტინამ ანსამბლი „ბათუმი“ ემოციურად წარადგინა და აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი ჰქონდა მოსმენილი. ქართველი მსმენელისთვის ეს კონცერტის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მომენტი გახლდათ, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

შოუს დასაწყისში მოვისმინეთ ქრისტინას ცნობილი ჰიტი „Fighter“, რომელიც წითელ კოსტიუმში წარმოდგენილმა გვიმღერა, მომღერალს საკმაოდ დიდი გარდერობი ჰქონდა და რამდენიმე ნომრის გამოტოვებით, სხვადასხვა სამოსში გვევლინებოდა, ერთმანეთს ენაცვლებოდა „Genie in a bottle“, „Come on over“, „Candy Man“, „Lady Marmalade“, ყველა სიმღერაზე შესაბამისი ქორეოგრაფიული ნომერი იყო დადგმული, რომელშიც თავად მომღერალიც მონაწილეობდა.

აგილერას ვოკალური მონაცემები, ალბათ, ყველა მელომანისთვისაა ცნობილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსრულებელი ძალიან კარგად ფლობს საკუთარ ხმას, ეს იმით გამოიხატა, რომ პირველი და ბოლო სიმღერა ზუსტად ერთნაირად შეასრულა და დაღლა არ დასტყობია, მიუხედავად ფიზიკური აქტივობისა.

13901681_10208804126313573_2043444864_oმაყურებელთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა, როგორც ეს გამოცდილ და ქარიზმატულ არტისტს შეეფერება. კონცერტზე ტემპი არც ერთ მომენტში არ დავარდნილა. ემოციური იყო „Say Something“, რომელიც საკუთარ ბექვოკალისტთან ერთად შეასრულა, სხვათა შორის, დარბაზის სრული ჩართულობით, ვინაიდან ეს ძალიან ცნობილი სიმღერაა, ტექსტი მაყურებლის უმრავლესობამ იცოდა…

მოულოდნელი იყო ქრისტინა აგილერასგან „Led Zeppelin“-ის „Whole Lotta Love“-ის მოსმენა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგად შეასრულა. ემოციური გამოსვლა ჰქონდა, როცა იმღერა „Beautiful“, კიდევ ერთი ჰიტი საკუთარი შემოქმედებიდან. დარბაზიდან ამ სიმღერას განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ…

პროგრამა საათზე მეტხანს გაგრძელდა და მსმენელს უკმარისობის შეგრძნება არ დარჩენია. ქრისტინა აგილერა მაყურებელს სიყვარულს სცენიდან უხსნიდა და აღნიშნა, თუ რაოდენ მოიხიბლა ქართული სტუმარ-მასპინძლობით და იმ სიყვარულით, რომელიც ქართველების მხრიდან იგრძნო.

მომღერალი ძალიან კმაყოფილი დარჩა არენის შესაძლებლობებით, რომლებიც თითქმის სრულად გამოიყენა და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ შოუ შედგა!.

ქრისტინა აგილერა მეორე დილას გაფრინდა, „ინსტაგრამზე“ ბათუმში გადაღებული ორი ფოტო გამოაქვეყნა და საუკეთესო შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა, რაც საქართველოში ჩატარებული კონცერტიდან დარჩა…

მელომანებისთვის კი სიურპრიზები გრძელდება! 6 აგვისტოს „ბლექ სი არენა“ ცნობილ მევიოლინეს, ვანესა მეის უმასპინძლებს.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g