LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

105

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას იწყებს.

პროექტი სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, მოხდება მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 4  მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მშენებლიბა ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და 7000-ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

magti 5g