LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სვეტიცხოვლობაა

407
mcxeta-770x460

დღეს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს.

სვეტიცხოვლობა, ანუ კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია.ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება.

მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის ცენტრალურ მოედანსა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

  • 10:00-დან 18:00 საათამდე – გაიმართება სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე;
  • 11:00-21:00 საათი – საშემოდგომო ნობათის, რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
  • 11:00 საათი – ჯგუფი „ურსა“;
  • 11:00-17:00 საათი – ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი
  • ფოტოგამოფენა „ძველი და ახალი მცხეთის რეტროსპექტივა“. მის: მცხეთა, არსუკიძის ქ. #3 (სვეტიცხოვლის მთავარი კარიბჭის პირდაპირ);
  • 12:00-16:30 საათი – მცხეთისა და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების სადღესასწაულო კონცერტი (მომღერალი აჩი ფურცელაძე, ანსამბლები: „ქალდეა“, „ქალილო“, „ლომისი“, იბერიონი“, „როკვა“, „მცხეთა“);
  • 14:00-14:15 საათი – მისალმება-მილოცვა (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები);
  • 14:15-14:30 საათი – საპატიო მოქალაქეების წარდგენის ცერემონიალი (მცხეთის მუნიციპალიტეტი);
  • 14:30-15:30 საათი – იაპონიის სახელმწიფოსა და ლატვიის რესპუბლიკის შემოქმედებითი ჯგუფების მილოცვა, სადღესასწაულო კონცერტი;
  • 16:00-18:00 საათი ქუჩის საკარნავალო მსვლელობა;
  • 19:30 – 21:00 საათი- გალაკონცერტი ნიკოლოზ რაჭველის, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის, ეკა მამალაძის, ნატალია ქუთათელაძის, მარიამ როინიშვილის, გორის ქალთა კაპელის, ნინო ქათამაძის, აჩიკო ნიჟარაძის, ნუკრი კაპანაძისა და სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდის მონაწილეობით;

საზეიმო ღონისძიებებს 21:00 საათზე ფოიერვერკი დაასრულებს.სადღესასწაულო ღონისძიებების ნაწილი მცხეთაში გუშინაც გაიმართა.

 

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

გუშინ, 21:00 საათიდან უკვე დაიკეტა დავით აღმაშენებლის ქუჩა.

„14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფისა და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით. მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება“,- აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი კი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული ასევე იწოდება სვეტიცხოვლობად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g