LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გუნდურად ვერ ისვრის, ახლა ცალ-ცალკე

41

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე, გუნდურ პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. რიო პლეი ოფის პირველსავე წრეში, მექსიკის ნაკრებთან უშანსოდ დამარცხდა. ქართველმა მშვილდოსნებმა სამივე სეტი წააგეს: 50:54, 52:58, 55:57 და მექსიკა მეორე წრეში 6:0-ით გავიდა.

რიო 2016-ზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრები ინდივიდუალურ პირველობაზეც გამოდიან. პლეი-ოფის პირველი-ორი წრის შეხვედრები 9-10 აგვისტოს გაიმართება.

პირველ წრეში ნარიმანიძის მეტოქე უკრაინელი ლიდია სიჩენიკოვა იქნება. ესებუა ინდოელ დეეპიკა კუმარს შეხვდება, ხოლო ლობჟანიძე – მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g