LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭმა 15 წლის და ცეკვის გამო მოკლა

73

18 წლის ავღანელს საკუთარი დის მკვლელობისთვის გაასამართლლებენ. „ბიბისის“ინფორმაციით, ბიჭმა და ქალების წვეულებაზე დასწრებისთვის მოკლა.

პროვინცია ბადახშანის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, 15 წლის ჩამან  გიულის ცეკვა სხვა ქალებთან და გოგონებთან ერთად ვიდეოზე იყო გადაღებული,ჩანაწერი მისმა 18 წლის ძმამ ნახა და ცეკვის გამო და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

„პატივის და ღირსების“ დასაცავად მკვლელობები ავღანეთში იშვიათად არ ხდება.

ივლისში მეზობელ პაკისტანში ცნობილი პაკისტანელი მოდელი და ბლოგერი კანილ ბალოჩი საკუთარმა ძმამ იმის გამო მოკლა, რომ სოციალურ ქსელებში თამამად ჩაცმულ ფოტოებს ათავსებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g