სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სწავლობენ, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ლევან იზორიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებებით უწყებაში არ მივსულვარ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ რიგში გაიგებთ თქვენ“, – განაცხადა მინისტრმა.