პოლიციამ 22 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც ბუკინგემის სასახლეში შეღწევას ცდილობდა. სასახლეში მან ვერ შეაღწია, დაცვამ ის დილით დააკავა, მას შემდეგ რაც სათვალთვალო კამერებმა სასახლის ეზოში უცხო მამაკაცი დააფიქსირეს. როგორც სკოტლანდ-იარდი იუწყება, აღნიშნული შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება. დაკავებულს არ ქონდა არანაირი იარაღი და იყო ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.
შემთხვევის დროს სამეფო ოჯახის არც ერთი წევრი სასახლეში არ იმყოფებოდა.