LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარბაქსის ახალი ვარდისფერი კაფე ვარდისფერ ღრუბლებში

510
starbucks-grand-turk-1571328696

ყავის მწარმოებელ კომპანია სტარბაქსს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კაფე აქვს. კარიბის ზღვის აუზში, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე კი, სტარბაქსის კაფე პირველად გაიხსნა.

ამ ულამაზეს ადგილს უკვე უწოდეს “ვარდისფერი სამოთხე”.

ფოტოებზე, სადაც ჩანს როგორ ერწყმის ერთმანეთს სტარბაქსის ღია ვარდისფერი კაფე და ვარდისფერი ღრუბლები, რომლებიც შენობის თავზე ბამბის ნაყინივით მოჩანს, საკმარისია იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ მოგზაურობისთვის ჯავშნის გაკეთება.

ა.

კაფის ექსტერიერის ფერი განსაკუთრებულია. შიდა დეკორი ნათელ და ტროპიკულ ფერებშია. კედელზეა უზარმაზარი ფრესკა, რომელიც მოხატულია ადგილობრივი მხატვრის  მარია კამილა ბერნალი ტოროს მიერ.

 

“სტარბაქსი” მსოფლიოში ყავახანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია, მისი პირველი ობიექტი კი 1971 წელს ვაშინგტონში გაიხსნა. კომპანია სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის სამმა ყოფილმა სტუდენტმა გახსნა, რომლებიც შემდეგ პარტნიორები გახდნენ და გადაწყვიტეს, რომ მაღალი ხარისხის ყავა განსაკუთრებული წესით მოემზადებინათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g