LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 22 მილიონიანი ყავის საწარმო ოქტომბერში გაიხსნება

313

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციართა რიცხვს კომპანია შპს „კაფსულო“ შეემატება, რომელიც ყავის კაფსულების მწარმოებელ საწარმოს 2017 წლის ოქტომბრის თვეში გახსნის.

გახსნიდან წლის შემდეგ “კაფსულო” საკუთარი პროდუქციის აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს „კაფსულო“ აწარმოებს, როგორც სწრაფი მომზადების ყავის კაფსულებს სპეციალური აპარატებისათვის, ასევე მოხალული ყავის მარცვლებს, დაფქულ ყავასა და დაფასოებულ ცივ ყავას ალუმინის ბრენდირებულ ქილებში.

შპს „კაფსულოს“ ყავის მარცვლებს, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია აწვდის და  მისი დანადგარები მსოფლიო ლიდერი კომპანიების „NESPRESSO“-ს და „STARBUCKS“-ის ანალოგიურია.  

“ფორტუნას” მეწარმეობის განვითარების სააგენტოში არ განუცხადეს კონკრეტულად, რომელი კომპანია აწვდის “კაფსულოს” ყავის მარცვლებს, ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჯერჯერობით, კომპანიის მოთხოვნითვე გასაიდუმლოებულია.

შპს „კაფსულო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.   სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 000 000 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  შპს „კაფსულოს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები