LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარბაქსის პროექტი დამტკიცდა: ქარხანა 2 წელიწადში აშენდება (ფოტო)

911

თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშნებლობის ნებართვა გასცა. „ფორტუნა“ წერდა, რომ საქვეყნოდ აღიარებული „სტარბაქსი“ თბილისში ქარხანას ააშენებდა და ის რეგიონალური ცენტრი გახდებოდა. თუმცა, აქამდე არ არსებობდა დამტკიცებული პროექტი. ახლა კი, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი შეთანხმდა და ქარხნის მშენებლობის ნებართვა გაიცა. ქართველი არქიტექტორის პროექტი „ფორტუნამ“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და საუბარი სწორედ ამ პროექტზეა, რომელსაც კიდევ ერთხელ გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდიბარე ტერიტორიაზე აშენდება. ხოლო საინვესტიციო ვალდებულებაში ქარხნის ტერიტორიაზე მუზეუმის გაკეთებაც შედის.

მშენებლობა დაახლოებით 2 წელს გასტანს და 2019 წლის მარტში უნდა დასრულდეს.

 

მშენებლობის ნებართვა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები