LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის მამა თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს

102

გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და სავარაუდოდ ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა.

“ეს არის დაუდევრობა უყურადღებობა, ეს არის ვინც ინსტრუქტაჟს უწევდა იმის ბრალი, იმის შეცდომის ბრალი. ოდნავ უბრალო შეცდომა და   შვილი დამიღუპეს და რა დღეში ჩამაგდეს, გამამწარეს. ჩემმა შვილმა ცურვა იცოდა უმაღლეს დონეზე, პირველი იყო, იმას არაფერი არ შეეშლებოდა. გაიყვანეს სიღრმეში მიატოვეს უყურადღებოდ, ან ჟანგბადი დაელიათ, ან ბავშვს რაღაცამ უმტყუნა. რომ უმტყუნა იქ არ უნდა ყოფილიყო მაშველი ან რაღაცა უბრალო ნავიც არ უნდა ყოფილიყო?“”, – აღნიშნა იაგო შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან განახლდა. სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოს უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g