უკრაინელმა სპონსორებმა საფეხბურთო კლუბი ”ზუგდიდი“ ოფიციალურად ჩაიბარეს. კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოეწერა.
კონტრაქტის მიხედვით, უკრაინელი სპონსორები „ზუგდიდის“ დაფინანსების, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ვალდებულებას იღებენ. კლუბის 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები, 49% პაკეტის მფლობელი კი ზუგდიდის მერიაა.