ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სკანდალური განქორწინების პროცესი დასასრულს მიუახლოვდა და ორივე მათგანს უკვე შეუძლია, თავს დასვენების უფლება მისცეს. ემბერი საკუთარ განწყობაზე ზრუნვას უკვე შეუდგა – მან მხიარული საღამო გაატარა მეგობრების, მარგო რობისა და კარა დელევინის კომპანიაში.
გოგონები ლონდონში დააფიქსირეს, გოგონებმა საღამო Rolling Stones-დმი მიძღვნილი გამოფენით დაიწყეს, შემდეგ რესტორანში Ivy Kensington Brasserie ივახშმეს და ბოლოს კი საცეკვაოდ წავიდნენ. თვითმხილველების თქმით, მარგო, კარა და ემბერი უამრავ ღამის კლუბს ესტუმრნენ და შემდეგ მხიარულება რესტორან Chiltern Firehouse-ში განაგრძეს.
როგორც ჩანს, ემბერი განქორწინების შემდეგ საკუთარ ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდება. ამასთან, ცოტა ხნის წინ რამდენიმე ტაბლოიდი ირწმუნებოდა, რომ კარა დელევინსა და ბისექსუალ ემბერ ჰერდს ერთმანეთთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ.