ამერიკის კინოაკადემიას ჯერჯერობით 2020 წლის „ოსკარის“ ნომინანტები არ დაუსახელებია, თუმცა კინოკრიტიკოსებისა და სხვადასხვა გამოცემების გამოქვეყნებულ სავარაუდო სიებზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია შევიქმნათ გარკვეული მოლოდინები.
fortuna.ge გთავაზობთ იმ ფილმების ტოპ 10-ს, რომელთაც ყველაზე დიდი შანსი აქვთ მიითონ ოსკარის ნომინაცია კატეგორიაში „წლის საუკეთესო ფილმი“.
„ლამაზი დღე სამეზობლოში” A Beautiful Day in the Neighborhood
შეუძლებელია, რომ ფილმი, რომელშიც ამერიკის ყველაზე საყვარელი მსახიობი (ტომ ჰენქსი) ქვეყნის ყველაზე საყვარელი მეზობლის როლს ასრულებს (ფრედ როჯერსი), მთავარი კინოჯილდოს ნომინანტობის კანდიდატი არ იყოს. გასულ წელს მარიელ ჰელერი ნომინაციის გარეშე დარჩა (ფილმისთვის „ოდესმე შეძლებთ რომ მაპატიოთ?“), წელს კი სავარაუდოდ, აკადემია მას დააფასებს.
„დამშვიდობება” The Farewell
ლულუ ვონგის საოჯახო დრამა მოგვითხრობს ამერიკაში გაზრდილი ჩინელი ქალის ისტორიას, რომელიც ბეიჯინგში ოჯახთან ერთად, უკურნებელი სენით შეპყრობილ ბებიასთან გამოსამშვიდობებლად ბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ავკვაფინას საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ნომინანტებს შორის მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ.
,,ფორდი ფერარის წინააღმდეგ” Ford v. Ferrari
ჯეიმს მანგოლდის რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს ფორდისა და ფერარის ბრძოლაზე 1966 წლის „ლე მანსის“ მოსაგებად. ფილმში მთავარ როლებს მეტ დეიმონი და კრისტიან ბეილი ასრულებენ, ტრეისი ლეტსი კი ჰენრი ფორდ II- ის როლში გვევლინება.
,,დამალული ცხოვრება” A Hidden Life
ფილმი „სიცოცხლის ხის /Tree of Life“ რეჟისორის, ტერენს მალიკის ახალი ნამუშევარია, რომელიც ავსტრიელი ფერმერის, ფრანც იეგერშტეტერის ამბავს მოგვითხრობს. ფრანცი, რომელიც მორწმუნე კათოლიკეა, უარს ამბობს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მხარეს ბრძოლაზე. „დამალული ცხოვრება“ კანის ფესტივალზე ნომინირებული იყო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. ფილმში მთავარ როლებს აუგუსტ დილი, ვალერი პაჩნერი და მატიას შონერტსი ასრულებენ.
,,ირლანდიელი” The Irishman
სკორსეზე. დე ნირო. პაჩინო. პეში.
ცხადია, შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ რომ ფილმი, რომელიც მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, წესით და რიგით ოსკარის ნომინანტთა შორის მოხვდება და თანაც, არაერთ ნომინაციაში. „ირლანდიელი“ ეპიკური კრიმინალური დრამაა, რომელიც 2004 წელს გამოცემულ წიგნს, სახელად „ I Heard You Paint Houses”-ს ეფუძნება. ფილმის მთავარი გმირი დაქირავებული მკვლელი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ფრენკ შირანი, მეტსახელად „ირლანდიელია“(რობერტ დე ნირო) , რომელიც მაფიის ბოსის, რასელ ბუფალინოს (ჯო პეში) დავალებებს ასრულებს. ალ პაჩინო ფილმში ამერიკის პროფკავშირების პრეზიდენტის, ჯიმი ჰოფას როლში გვევლინება, რომელიც 1975 წელს უკვალოდ გაქრა .
,,ჯოკერი” Joker
DC-ის ყველაზე პოპულარული და საინტერესო ვილენი ტოდ ფილიპსმა და ხოაკინ ფენიქსმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და რაც მთავარია, სრულიად სხვა კუთხით დაანახეს მაყურებელს. ხოაკინ ფენიქსს ამ პერფორმანსისათვის ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ოსკარს უწინასწარმეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა.
,,ქორწინების ისტორია” Marriage Story
ნოა ბაუმბახის დრამედია (დრამა-კომედია) ”ქორწინების ისტორია“ ნიკოლ (სკარლეტ იოჰანსონი) და ჩარლი ბარბერების ( ადამ დრაივერი) ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც განქორწინების პროცესს გადიან. მათი ადვოკატების როლებს ფილმში ლაურა დერნი და ალან ალდა ასრულებენ. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ოსკარზე ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ნომინაციებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერიც იმსახურებენ.
,,ერთხელ ჰოლივუდში” Once Upon a Time in Hollywood
კვენტინ ტარანტინოს ჰოლუვუდური ფილმი ჰოლივუდის შესახებ, რომლის გადაღებაზეც რეჟისორი ბავშვობიდან ოცნებობდა. ფილმის მოქმედება 1969 წელს ვითარდება. ვესტერნების მსახიობ რიკ დალტონს (ლეონარდო დი კაპრიო) კინოინდუსტრიის ახალ მოთხოვნებზე მორგება უჭირს.ქლიფ ბუტი (ბრედ პიტი) მისი კასკადიორის და ახლო მეგობრის, ჰელ ნიდემის პროტოტიპია. დალტონის მეზობლად რომან პოლანსკი და მისი ცოლი, შერონ ტეიტი (მარგო რობი) ცხოვრობენ.
ფილმის გარდა ნომინაციებს ოსკარის მომავალ დაჯილდოვებაზე ტარანტინოს და ვარსკვლავური ტრიოს სამივე წევრსაც უწინასწარმეტყველებენ.
პარაზიტი Parasite
კრიტიკოსთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, გარდა იმისა რომ ბონგ ჯუნ ჰუს შავი კომედია ოპორტუნისტების ოჯახის შესახებ შესაძლოა საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარადგინონ, გამორიცხული არც ისაა, რომ სამხრეთ კორეულმა ფილმმა ოსკარზე რამოდენიმე მთავარი ნომინაციაც მიიღოს. „პარაზიტმა“ კანის 2019 წლის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიგო.
ორი პაპი The Two Popes
ოსკარის ნომინანტმა სცენარისტმა ენტონი მაკკარტენმა („ყველაფრის თეორია“) სცენარი ფილმისთვის „ორი პაპი“ საკუთარ პიესაზე, „პაპზე“ დაყრდნობით დაწერა. ბიოგრაფიული დრამედია რომის ორი პაპის, ბენედიქტ XVI-ის (ენტონი ჰოპკინსი) და ფრანცისკის (ჯონათან პრაისი) შესახებ მოგვითხრობს.
ფილმები, რომლებსაც სხვადასხვა გამოცემის ვერსიით ასევე აქვთ შანსი მიიღონ ოსკარის ნომინაცია წლის საუკეთესო ფილმისათვის:
„სექსსიმბოლო” Bombshell
„კატები” Cats
,,კარგი მატყუარა” The good liar
1917
,,როკეტმენი Rocketman
,,ბნელი წყლები” Dark Waters
,,ბაჭია ჯოჯო” Jojo Rabbit
,,ობოლი ბრუკლინი” Motherless Brooklyn
,,შუქურა” The Lighthouse
,,პატარა ქალები” Little Women
,,ტკივილი და დიდება” Pain & Glory
,,აერონავტები” The Aeronauts
,,მხოლოდ დანდობა” Just Mercy
,,შურისმაძიებლები : თამაშის დასასრული”Avengers: Endgame
,,ჩემი სახელია დოლემიტი” Dolemite Is My Name
,,ტალღები” Waves
,,ჰარიეტი” Harriet
,,ჯუდი” Judy