LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა

48

„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა.

განცხადებას „პარტიზანული მებაღეობა” სოციალურ ქსელში ავრცელებს:

ნატა ფერაძეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია შიმშილობის შეწყვეტა. ეხლა შიმშილობის ესტაფეტა გადაიბარა ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. ელენე ახალგაზრდა გოგოა, რომელმაც უკვე მოასწრო ბიძინას ხის გამო საკანში გაეტარებინა ღამე. 2 მეგობართან ერთად ტექნიკის გაჩერებას ცდილობდა. (მეგობრებიც “პატარა” გოგოები არიან). ელენემ წელს დაამთავრა უმაღლესი, ჩართული იყო ყველა პარტიზანული მებაღეობის და სხვა მისთვის მნიშვნელოვან სამოქალაქო აქტივობაში. ამოვუდგეთ გვერდში ელენეს, რომელიც ასე გულწრფელად და შემართებით ცდილობს გვქონდეს კარგი გარემო. ნუ ჩავუქრობთ ამ ნაპერწკალს. ის იქნება მერიასთან ხვალ დილიდან. უკვე იქ ძინავს 13 ივნისს დაძირულ და შემდეგ დაბრუნებულ მაზდაში. მიდით დღის ნებისმიერ დროს, გაამხნევეთ, იცოდეს, რომ მარტო არ არის. თბილისის მერია / Tbilisi City Hall – ელენესაც რომ სასწრაფო დახმარება დაჭირდეს, პარტიზანი მებაღეები პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ძალიან, ძალიან, ძალიან მწარედ ინანებთ!!! დროზე ჩამოდით და დაგველაპარაკეთ! დროა ისწავლოთ ქალაქის გულშემატკივრების მოსმენა და მათი რეკომენდაციის რეალურად გაზიარება! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა 17 აგვისტოს ყაზბეგის 24 ნომერში ხეების მოჭრის გამო დაიწყო.

ფერაძის განმარტებით, ხეების მოჭრის შესახებ ნებართვა უკანონოდ გაიცა. შიმშილობის აქციით ”პარტიზანი მებაღეობის” ერთ-ერთი ლიდერი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომასა და სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებას ითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g