“გრემის” ოთხგზის ნომინანტი, კომპოზიტორი და მომღერალი ერიკ ბენე სექტემბერში თბილისს ეწვევა. ის 23 და 24 სექტემბერს “სოლოს” ორგანიზებით ორ კონცერტს გამართავს.
რიტმ ენდ ბლუზის შემსრულებელმა სახელი ჰიტით “Why you follow me” გაითქვა, რომლითაც ვარსკვლავური სტატუსი მოიპოვა. “ემ თი ვი”-ზე ძალიან პოპულარული გახლდათ მისი დუეტიც სოულისა და რიტმ ენდ ბლუზის შემსრულებელ ფეის ევანსთან ერთადაც.
შემდგომ წლებში მის მიერ გამოცემული ალბომები არ სარგებლობდა პირვანდელი პოპულარობით, თუმცა ერიკ ბენეს ლაივკონცერტები ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბენეს ხმაურიანი პირადი ცხოვრება ჰქონდა, მისი მეუღლე გახლდათ კინოვარსკვლავი ჰალი ბერი, რომელსაც რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.
ბენეს სიმღერებს კარგად იცნობს ქართველი მსმენელი, ასე რომ, “სოლოს” არჩევანი ბევრს გაახარებს.
ბილეთების შეძენა “სოლოს” ოფისებში ან საიტზე tkt.ge უკვე შეგიძლიათ.
ნინო მურღულია