LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV VMA 2016: ბრიტნი სპირსისა და ბიონსეს გამაოგნებელი ტრიუმფი (ფოტო)

148

მედისონ სქვერ გარდენში გამართული MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ნამდვილად ტრიუმფალური გამოვიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცერემონიის მთავარი გმირები გახდნენ ბიონსე, რომელმაც 11 შესაძლო პრიზიდან 8 სახლში წაიღო და ასევე ბრიტნი სპირსი, რომელიც ნახევრადშიშველი ტრიუმფალურად დაბრუნდა სცენაზე 9 წლიანი პაუზის შემდეგ. რაც შეეხება ბიონსეს, ის დაჯილდოებაზე ქალიშვილთან, ბლუ აივისთან ერთად მივიდა.

MTV VMA 2016-ის სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება ნიკი მინაჟმა, არიანა გრანდემ და რიანამც მოახდინეს.

რაც შეეხება გამარჯვებულთა სრულ სიას, ის ასე გამოიყურება:

წლის ვიდეო: ბიონსე, Formation

საუკეთესო ქალი შემსრულებლის ვიდეო: ბიონსე, Hold Up

საუკეთესო მამაკაცი შემსრულებლის ვიდეო: კელვინ ჰარისი და რიანა, This Is What You Came For

წლის ჰიპ-ჰოპ ვიდეო: Hotline Bling

წლის პოპ-ვიდეო: ბიონსე, Formation

წლის როკ-ვიდეო: Twenty one pilots, Heathens

საუკეთესო საცეკვაო ვიდეო: კელვინ ჰარისი დი Disciples, How Deep Is Your Love

MTV-ის ამომავალი ვარსკვლავი: DNCE 

საუკეთესო კოლაბორაცია: Fifth Harmony ft. Ty Dolla $ign, Work From Home

ყველაზე გრძელი ვიდეორგოლი: ბიონსე, Formation

საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი: დევიდ ბოუი, Blackstar

საუკეთესო რეჟისურა: ბიონსე, Formation

საუკეთესო ქორეოგრაფია: ბიონსე, Formation

საუკეთესო ვიზუალური ეფექტი: Coldplay, Up&Up

მაიკლ ჯექსონის სახელობის პრიზი: რიანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g